ავღანეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა

ავღანეთი

ავღანეთში მიწისძვრას სულ მცირე 812 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 800-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას „თალიბანი“ ავრცელებს. ავღანეთში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ჯალალაბადიდან 27 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

ავღანეთის ჯანდაცვის ორგანოს ცნობით, მიწისძვრის შედეგად ავღანეთში სამი სოფელი სრულად განადგურა. მაშველები შენობების ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 600-ზე მეტი დაღუპულის შესახებ.