იურისტი ეკა კოკიჩაიშვილი გარდაიცვალა
1789131919
დექსამეტაზონი ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული პრეპარატია, თუმცა მისი თვითნებურად მიღება ან გაკეთება არასწორია, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საუბრობს.
როგორც სპეციალისტი განმარტავს, დექსამეტაზონის გამოყენებას კონკრეტული სამედიცინო ჩვენება სჭირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი არ განიხილებოდეს ანაფილაქსიის დროს პირველადი არჩევანის საშუალებად.
„დექსამეტაზონი ანაფილაქსიის დროს, ნამდვილად არ არის ასარჩევი პრეპარატი“, - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.
ანაფილაქსია მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა, რომლის დროსაც სწრაფი და სწორი სამედიცინო დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სპეციალისტები ასევე მოუწოდებენ მოქალაქეებს, დექსამეტაზონი და სხვა ჰორმონული პრეპარატები ექიმის დანიშნულების გარეშე არ გამოიყენონ, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში, პრეპარატის საჭიროება, დოზა და გამოყენების ფორმა ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს.