დედაქალაქის მერი განმარტავს, რა გზით არის შესაძლებელი ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოში დაბრუნება

კალაძე

 ჩარტერული რეისების დანიშვნის გადაწყვეტილების გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა თბილისის მერმა. კახა კალაძე მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად ერ-რიადიდან დაბრუნდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში დედაქალაქის მერი განმარტავს, რა გზით არის შესაძლებელი ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოში დაბრუნება.

"გადავწყვიტე, ვიდეო ჩამეწერა, რადგან უამრავი ადამიანი რეკავს, უამრავი ადამიანი კითხულობს, თუ როგორ ვართ, სად ვართ, როდის ვბრუნდებით თბილისში. სტამბოლის აეროპორტში ვართ ახლა მე, ჩემი მეუღლე და ჩემი პატარა ნიკოლოზი. იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.

ვიცი,ჩ ვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე დუბაიში, აბუ დაბიში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობამ დააორგანიზა ჩარტერები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ სამშობლოში. ამისთვის, მინდა პრემიერ-მინისტრს დიდი მადლობა გადავუხადო. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება. ვისაც სურვილი გაქვთ დაბრუნების აუცილებლად უნდა მიმართოთ საელჩოს და გამოიყენეთ აღნიშნული შესაძლებლობა.

ომანიდან არის ფრენები. ომანში მოხვედრა მანქანით შეიძლება, ყოველგვარი პრობლემების გარეშე. გზა არის აბსოლუტურად უსაფრთხო.

ჩამოვფრინდით სტამბოლში და დღეს ღამე ვიქნებით თბილისში. ვისაც სურვილი გაქვთ დუბაიდან და აბუ-დაბიდან დაბრუნების, საქართველოს მთავრობამ დააორგანიზა სპეციალური რეისები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია.

მშვიდობა მინდა ვუსურვო მსოფლიოს, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას. მგონი, ყველა ვხვდებით რომ ამაზე ძვირფასი არაფერია. გარდა ამისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დედებს მივულოცო დღევანდელი დღე. მინდა ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ, იყავით ბედნიერები, გახარებულები. მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ დედაჩემი ჩემს გვერდით არის და დედასაც ვულოცავ, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო.

ყველა დედას, ყველა ქალს გილოცავთ დღევანდელ დღეს, იყავით ბედნიერები, დღეგრძელები, სიხარული და ბედნიერება არ მოგაკლოთ ღმერთმა," - აღნიშნა კახა კალაძემ.