ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანში ათობით სამხედრო სამიზნე დაბომბეს

თეირანი

ისრაელმა თეირანში ათობით სამხედრო სამიზნე დაბომბა.

თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ იერიში მიიტანეს გასამხედროებული დაჯგუფება „ბასიჯის“ შტაბ-ბინაზე, ასევე რაკეტგამშვებ სისტემებსა და დანადგარებზე და მომარაგების სამმართველოზე.

უწყებაში აცხადებენ, რომ ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები კვლავ გაგრძელდება.