„დედამ ღმერთს სთხოვა, თუ ჩემს შვილს განსაცდელი ელის, მე დამემართოსო… არ იყო სახლიდან გასული, რომ ფეხი მოიტეხა“ - ილია სულამანიძის ემოციური ამბავი

ილია სულამანიძე

ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე, რომელმაც ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, დედასთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიას იხსენებს. სპორტსმენის თქმით, დედამ მისი შეჯიბრების დღეს ღმერთს სთხოვა, თუ შვილს რაიმე განსაცდელი ელოდა, ეს თავად მას გადასცემოდა. ცოტა ხანში კი ქალი წაიქცა და ფეხი მოიტეხა.

„დედაჩემი ჩემი შეჯიბრების დღეს სახლიდან გადიოდა და, როგორც მომიყვა, ღმერთს შესთხოვა: ჩემს შვილს თუ რამე განსაცდელი ელის და რამე უნდა დაემართოს, მე დამემართოსო. სახლიდან გასულიც არ იყო, რომ ფეხი აუსრიალდა, წაიქცა და მოიტეხა.

დედაჩემი შემდეგ ჰყვებოდა, ძალიან მტკიოდა მოტეხილი ფეხი, მაგრამ გულში დავმშვიდდი, მიხაროდა — ჩემი წვლილი შევიტანე ილიას გამარჯვებაშიო. ალბათ, იმას უნდა დამართოდა და მე დამემართაო. ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა“, - იხსენებს ილია სულამანიძე.

 

✕