რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ვიდეო გავრცელდა, რომელიც 2011 წელსაა გადაღებული.
კალაძემ საფეხბურთო კარიერის დასრულებისას, გამოსათხოვარი თამაშის შემდეგ, თბილისის „დინამოს“ სტადიონზე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული მადლობა დედას გადაუხადა.
მისი თქმით, დედამისი მთელი მისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არც ერთ მატჩს არ დასწრებია და პირველად, სწორედ ამ დღეს იმყოფებოდა მასთან ერთად სტადიონზე.
„დედა, გიხდი ძალიან დიდ მადლობას იმისთვის, რაც შენ გააკეთე ჩემთვის. ისე დავამთავრე საფეხბურთო კარიერა, დედაჩემი არასდროს ყოფილა სტადიონზე, არც ერთ ჩემს თამაშს არ დასწრებია და დღეს, ის იმყოფება ჩემთან ერთად, პირველად თბილისის დინამოს სტადიონზე.
მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მას. დედა გიხდი ძალიან დიდ მადლობას იმისთვის, რაც შენ გააკეთე ჩემთვის. მე ალბათ ამას ვერასდროს გადაგიხდი, მაგრამ იცოდე, რომ ძალიან მაგრად მიყვარხარ“, - თქვა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მედეა შენგელია წუხელ, ჩაფიძის კლინიკაში გარდაიცვალა.
@for4kala 💔
♬ sonido original - tusrolitasdelmomento15