„დავითმა, როგორც დრამერმა, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მუსიკალურ სივრცეში...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

დავით მანიჯაშვილი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გარდაიცვალა დრამერი დავით მანიჯაშვილი.

„ვისაც საჭაშნიკეში ერთხელ მაინც გაუტარებია პარასკევი ან შაბათის საღამო, დავითი აუცილებლად შემჩნეული ეყოლება. დღეს დიდი მწუხარებით შევიტყვეთ დავით მანიჯაშვილის გარდაცვალების შესახებ.
დავითმა, როგორც დრამერმა, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მუსიკალურ სივრცეში.

მთელი გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და მთელ მუსიკალურ საზოგადოებას.
მშვიდობით, დავით!“, - წერს „საჭაშნიკე“ სოციალურ ქსელში.

გარდაცვალების მიზეზი უცნობია.