პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1771530431
ნიკო ფალიანთან ერთად დაიწყო ფრირაიდის თანამედროვე ისტორია საქართველოში და ის ერთ-ერთია, ვისმა ძალისხმევამაც ქვეყანა ფრირაიდის მსოფლიო ტურის (FWT) მასპინძელ ადგილად აქცია.
ფრირაიდის მსოფლიო ტურის (FWT) დამფუძნებლის, ნიკოლას ჰეილ-ვუდსის ინიციატივითა და ღონისძიების ადგილობრივი საორგანიზაციო გუნდის მხარდაჭერით, FWT Georgia pro-ს ამ და მომდევნო ღონისძიებებზე, ნიკო ფალიანის სახელობის ჯილდო გადაეცემათ გამარჯვებულებს თხილამურსა და სნოუბორდში, როგორც კაცების, ისე ქალების კატეგორიაში, მისი ხსოვნისა და შეუპოვრობის პატივსაცემად.
ეს ჯილდო გამარჯვების, სიმამაცისა და მთის სიყვარულის სიმბოლოა, რის მაგალითადაც იქცა ნიკო მშობლიურ მესტიაში თუ მის გარეთ.
ნიკო ფალიანი – მესტიელი ალპინისტი, ფრირაიდერი და საერთაშორისო სამთო გამყოლი, ქართული ფრირაიდის ისტორიის გაუყოფელი ნაწილია.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1771530431