წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ონკანი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

გლდანი, ავჭალა 2, სამეგრელოს ქ. N4 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 2/20/2026 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ავჭალა 2 - დუმბაძის, ილია ჭავჭავაძის, სამეგრელოს, ვაჟა ფშაველას, ერეკლე მეფის, ლეონიძის, სვანეთის, კახეთის და რაჭის ქუჩებს.

საბურთალო, ბობ უოლშის ქ. ყინულის არენასთან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 2/19/2026 13:15 დან 2/20/2026 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბობ უოლშის ქუჩას თავისი ჩიხებით და შესახვევებით.

ჩუღურეთი, ხეთაგუროვის ქ. წმინდა ნიკოლოზის ქ. კვეთასთან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 2/20/2026 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წმინდა ნიკოლოზის ქუჩას.

ნაძალადევი, რატევანის ქ. N55 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 2/20/2026 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მუხრანის N2-N40 (ლუწები), N1-N11 (კენტები), გლინკას, ნაგომარის, ჩარგლის N25-N39 (კენტები), რატევანის, აბესალომ ვეკუას (ნიკოლოზ შენგელაიას) N1-N55 (კენტები), ლიახვის N10-N54 (ლუწებს), N27-N55(კენტებს).