შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ყველაზე მაღალი რისკის კიბოს გამომწვევ პროდუქტებს ასახელებს.
„ძეხვი, სოსისი, შებოლილი ხორცი, ბეკონი, ლორი შაშხი და ა.შ. ეს არის პროდუქტები, რომლებიც ძალიან ბევრ თქვენგანს უყვარს.ძალიან ბევრი ოჯახის რაციონის შემადგენელია. იმედია, არ გამიწყრებით თუ ამ ინფორმაციას მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც გაგიზიარებთ. თანამედროვე მედიცინამ მიიღო გადაწყვეტილება - როდესაც ონკოლოგიური რისკების შეფასებისას გამოიკვეთა კლასიფიკაცია, ყველაზე მაღალი რისკის მქონედ სწორედ ეს პროდუქტები აღმოჩნდა. პირველი ჯგუფის ონკო რისკების ფაქტეორებში - ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც დანამდვილებით, დასაბუთებით იწვევს კიბოს",- ამბობს მარი მალაზონია.