„დაკრძალავენ აფხაზეთში, მშობლიურ სოფელში...“ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

სოხუმის უნი

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანაუგრძნობს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს, პროფესორ დავით ჯალაღონიას, დედის – ქალბატონ ლორა ქობალიას გარდაცვალების გამო.

ოჯახის გადაწყვეტილებით, დაკრძალვა გაიმართება აფხაზეთში, მშობლიურ სოფელ ბარღებში, 2023 წლის 8 იანვარს.

უფალმა ნათელი დაუმკვიდროს ქალბატონ ლორას სულს“, - წერია ინფორმაციაში.