„დაგვადუმა ამ ტრაგედიამ...“ - კერძო სკოლა „სხივი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საბა დაგანძე

მარტვილის მუნიციპალიტეტ, სოფელ ნალეფსაოში, 20 წლის საბა დაგანძე გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა იპოვეს. ახალგაზრდა ბიჭი კერძო სკოლა „სხივის“ კურსდამთავრებულია.

ყოფილი მოსწავლის გარდაცვალების სკოლა სამძიმრის წერილით ემშვიდობება:

„ძალიან მძიმე დღეები გვიდგას. გარდაიცვალა ჩვენი მოსწავლე საბა დაგანძე. შეძრულია ყველა. დაგვადუმა ამ ტრაგედიამ. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩვენს საბას.

კერძო სკოლა "სხივი" თანაუგრძნობს ოჯახს, ამ გაუსაძლისი ტრაგედიის გამო“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

ცნობისთვის, 20 წლის საბა დაგანძე, მარტვილში, გარდაცვლილი იპოვეს.

✕