1746725910
ჩვილთა საყოველთაო ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის სამოცდამეშვიდე ეტაპი იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
,,იწყება სამოცდამეშვიდე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 13 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;
მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;
ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.
საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571", - აღნიშნულია ინფორმაციაში.