,,ჩვენ არავინ ვიყავით უერთმანეთოდ..." - ემზარ ჯღარკავა საყვარელ ქალს ემოციურ პოსტს უძღვნის

სოხუმელი წყვილი

სოხუმში, 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი ვირტუალურ სივრცეში, „ფეისბუკის“ საშუალებით იპოვა. 

ემზარ ჯღარკავას და ნინო კვარაცხელიას სიყვარულის ისტორია კი, მაყურებელმა პირველად ,,ღამის პრაიმ-თაიმის" ეთერში მოისმინა.

ისინი 40 წლიან განშორებას, სანამ ერთმანეთს ოკეანე აშორებთ, სოციალური ქსელის საშუალებით ივსებენ.

მამაკაცი საყვარელ ქალს, რომელზეც დანიშნულია, ხშირად უძღვნის ლამაზ პოსტებს. 

,,დღეიდან ვწერ მარტო სიყვარულზე... ჰოდა, ვამბობ,
- არც ის იყო , "ის" და არც მე ვიყავი "მე" ... ჩვენ არავინ ვიყავით უერთმანეთოდ...", - წერს ემზარ ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნის წინ, საყვარელ ადამიანს პოსტი მიუძღვნა ნინო კვარაცხელიამაც.