ჩოხატაურის საკრებულოს წევრი გარდაიცვალა

გლოვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამი მოწვევის საკრებულოს წევრის, მანანა მინდაძის (ფუტკარაძე) გარდაცვალების გამო.

ქალბატონი მანანა, ასევე, წარმატებით ხელმძღვანელობდა სოფლის განვითარების სააგენტოს, გურიის რეგიონული სამსახურის ჩოხატაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.