1752349956
„შორს არის, მაგრამ მაინც რჩება იმ ადგილას, სადაც აღარავის სჯერა მისი დაბრუნების“ - რას წერს გიორგი ჯობავას ცოლი

ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლატფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს. ბოლო ერთი თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ „იუთუბის“ და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე.
იგი ერთი თვეა, რაც „იუთუბიზე“ გამოჩნდა, განათავსა ორი ვიდეო, რომლებმაც უამრავი ნახვა და უკვე 63 ათასამდე გამომწერი მოუტანა. მისმა მეუღლემ, სალი წვერავამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკვადორში ჩასული გიორგი ჯობავა გაძარცვეს. მას გეზი ამაზონის ჯუნგლებისკენ ჰქონდა აღებული. გიორგი ჯობავას მეუღლე სოციალურ ქსელში ამხნევებს:
„ის შორს არის, მაგრამ მაინც რჩება იმ ადგილას, სადაც აღარავის სჯერა მისი დაბრუნების. მე არ გავრბივარ მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე მარტივია. მე ვრჩები მასთან იმიტომ, რომ მართალია. ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. როგორ მინდა, რომ ყველა იცნობდეს ისეთს, როგორიც რეალურად არის და ვიცი, რომ ყველა ძალიან მალე გაიცნობთ“, - წერს სალი წვერავა