რას წერს ბრიტანული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ცოლზე, ნიცა თავაძეზე
1793124352
თბილისში, რესტორან „ლისი მერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 26 ოქტომბერს მომხდარ ტრაგედიას 25 წლის გურამ (გური) ბოიკო ემსხვერპლა.
ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი ძმის ქორწილში, სტუმრებს შორის დაწყებული დაპირისპირების დროს დაიღუპა. ახლობლების ინფორმაციით, გური ჩხუბის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას დანით, გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები.
„ჩემო ლულუ, როგორ უნდა დავიჯერო, რომ შენს ხმას ვეღარასდროს გავიგონებ. ისეთი ნათელი, ისეთი სიცოცხლით სავსე იყავი, ყველას გულში სითბოს ტოვებდი. შენთან ერთად ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წლებიც ცოცხლობდა.…ახლა კი მხოლოდ მოგონებები დამრჩა. ძალიან ადრე წახვედი, ჩემო ბიჭო”, - წერს ნათესავი გვანცა ბუჯიაშვილი სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ის პოლიციამ უკვე დააკავა.