ბუბა კიკაბიძის პანაშვიდზე, უკრაინის კულტურის მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი წაიკითხა

ბუბა

უკრაინის კულტურის მინისტრმა ბუბა კიკაბიძის პანაშვიდზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა. 

როგორც წერილშია ნათქვმაი, უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში აფასებენ არა მხოლოდ ვახტანგ კიკაბიძის ნიჭს, არამედ, მის პრინციპულ პოზიციას.

„ომის და იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში ყოველდღე იღუპება ხალხი, უკრაინის მთავრობისთვის და უკრაინის პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პატივი მივაგოთ უდიდესი ქართველის, ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას. მინდა დაგარწმუნოთ,რომ უკრაინაში აფასებენ არა მხოლოდ მის ნიჭს, არამედ მის პრინციპულ პოზიციას“,-განაცხადა უკრაინის კულტურის მინისტრმა.

მან საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა გააცნო:

„ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს, ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო, დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო. ლეგენდა, რომელიც ყველასთვის მისაბაძი მაგალითი იყო. უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას. გლოვის ნიშნად თავს ვიხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემლებთან ერთად. ვახტანგ კიკაბიძის ნათელი ხსოვნმა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება“,- ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილში.