„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო SPRIBE-ის საერთაშორისო სარჩელი საავტორო უფლებების დარღვევის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და სხვისი კომერციული იდენტობის მითვისების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით დიდ ბრიტანეთში ერთ საქმედ განიხილება ცხრა ქვეყანაში (მათ შორის, სამხრეთ აფრიკაში, კენიაში, მექსიკაში და სხვ.) წარმოშობილი მოთხოვნები.
სასამართლოს მიერ აღნიშნული მიდგომა საკუთარი შინაარსითა და მასშტაბით მაღალი მნიშვნელობისაა. უმაღლესმა სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ SPRIBE-ის უფლებები შესაძლებელია ირღვეოდეს ბრიტანეთის ფარგლებს გარეთაც. მან კომპანიას მისცა საშუალება, საკუთარი პოზიციები სხვა ტერიტორიებთან მიმართებითაც წარადგინოს და დაიცვას.
არსებული განხილვის პროცესში ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ რამდენიმე პრევენციული გადაწყვეტილება მიიღო:
დიდი ბრიტანეთის სასამართლომ მიიჩნია, რომ SPRIBE-ის გლობალურად წარმატებული Aviator Game-ის იდენტური სახელით თამაშის არსებობა იწვევს მომხმარებლის დაბნეულობას.
„თუ არსებობს ორი Crash თამაში, რომელთაც ორივეს ჰქვია Aviator და ისინი იყენებენ ძალიან მსგავს ლოგოებს, დიდი ალბათობით მათ შორის წარმოიქმნება აღრევა. მსგავსი აღრევა ზიანს მიაყენებს SPRIBE-ს, თუნდაც იმ მომხმარებლების დაბნეულობიდან გამომდინარე, რომლებიც კოპირებული თამაშის არარსებობის შემთხვევაში SPRIBE-ის თამაშს ითამაშებდნენ... ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პატიოსან კომერციულ პრაქტიკას შეესაბამებოდეს საკუთარი თამაშის პოპულარიზაცია კონკურენტის სახელისა და ლოგოს გამოყენებით. მით უმეტეს, იმ ტერიტორიებზე, სადაც SPRIBE-მა უკვე შეიქმნა სახელი და რეპუტაცია“.
დავით ნატროშვილი, SPRIBE-ის დამფუძნებელი და CEO:
„მივესალმებით ბრიტანეთის პატივცემული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც SPRIBE-ს დამატებით დაცვის მექანიზმების საშუალებას აძლევს და ადასტურებს, რომ კოპირებულ თამაშს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. ჩვენ წლები დავუთმეთ Aviator-ის ბრენდის მსოფლიო მასშტაბით შექმნას და მოთამაშეების ნდობის მოპოვებას. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია ყველასთვის, ვინც სხვისი პროდუქტის კოპირებას ცდილობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მომავალშიც აქტიურად დავიცავთ ჩვენს თამაშს, ბრენდსა და მოთამაშეებს მსგავსი იმიტაციის მცდელობებისგან. ძალიან ვამაყობ SPRIBE-ის იურიდიული გუნდით, მათი სტრატეგიული ხედვებითა და გაწეული შრომით“.
ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოში ახალი შეგებებული სარჩელები SPRIBE-მა მიმდინარე წელს შეიტანა. მიზეზი კი კოპირებული თამაშის ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ მესამე პირების მიერ არაერთ ქვეყანაში გავრცელების მცდელობა იყო.
ზეპირი მოსმენები ლონდონში, დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოში 2026 წლის 15-20 ოქტომბერს გაიმართა.
შენიშვნები