სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1752432422
ბლოკადა არასდროს არის გამოსავალი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კოშტამ აშშ-ის მიერ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა გააკრიტიკა.
„ჩვენ გვჯერა, რომ ბლოკადებით სხვა ბლოკადები არ გვარდება“, – აღნიშნა კოშტამ.
მისივე თქმით, ამ საკითხის მოგვარების ყველაზე რეალისტურ გზად რჩება მიმდინარე კვირაში საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია.
„ჩვენ სწორი გზით მივდივართ და სწორი გზაა ამ საკითხის მოგვარება საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემით“, – განაცხადა კოშტამ.
კოშტამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ლიბანსა და ისრაელს შორის მიმდინარე პირდაპირი მოლაპარაკებებისგან პროგრესს ელოდება.
ამასთან, ევროპულო საბჭოს პრეზიდენტმა გააკრიტიკა ისრაელი მეზობელზე განხორციელებული თავდასხმების გამო და აღნიშნა, რომ ქვეყანა საერთაშორისო სამართალს არღვევს.