ბიძინა ივანიშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს - გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მან სასამართლო დარბაზში მაგიდა დააზიანა

ფოტო

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი კირვალიძის ადმინისტრაციული საქმე განიხილებოდა. საქმე ბიძინა ივანიშვილის უცენზურო სიტყვებით მოხსენიებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხებოდა.

სასამართლომ გიორგი კირვალიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კირვალიძემ სასამართლო დარბაზში მაგიდა დააზიანა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა გიორგი კირვალიძემ,  მიმდინარე წლის 24 ივნისს აღნიშნული საქმის განხილვისას, რა დროსაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, უცენზურო სიტყვებით მოიხსენია ბიძინა ივანიშვილს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

✕