„ბავშვის ღვიძლი იყო ხუთ ნაწილად გაგლეჯილი…“ – ბავშვთა ქირურგი, ლევან ფერაძე ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს

ლევან ფერაძე

YouTube პოდკასტში, Radvision, ბავშვთა ქირურგმა, ლევან ფერაძემ უმძიმესი შემთხვევა გაიხსენა.

„ბავშვი იჯდა ველოსიპედზე, ბორცვზე ავიდა და აფრინდა ველოსიპედი, ველოსიპედის საჭე დადგა ვერტიკალურად, ბავშვი 2-3 მეტრზე აფრინდა და პირდაპირ ღვიძლით დაეცა ველოსიპედის საჭეს. ეს იყო იმპულსური ტრავმა.
მთელი ტრავმის ძალა კონცენტრირდა ერთ ადგილზე, ეს ბავშვი მუხრანიდან მოიყვანეს. უკვე რომ შემოვიდა კლინიკაში, ჰიპოვოლემიური შოკი იყო.

კომპიუტერული ტომოგრაფია ჩავუტარეთ და მაშინვე ავიყვანეთ საოპერაციოში. ღვიძლი იყო ხუთ ნაწილად
გაგლეჯილი… იმ წუთშიც კი, როდესაც მუცლის ღრუ გაიხსნა (მანდ ცოტა იღბალიც არის, რა თქმა უნდა) მოდიოდა სისხლი დიდი ნაკადით... ღვიძლის პარენქიმაში როდესაც დიდი სისხლძარღვი არის დაზიანებული, ის სისხლძარღვი შევარდნილია შიგნით და ფაქტობრივად ვერ ნახულობ. თითი მივაჭირე ერთ ადგილს, მეორე ადგილზე და არ გაჩერდა...  მესამე ადგილას გაჩერდა სისხლდენა, მეც გამიმართლა და იმ ბავშვსაც… ის ბავშვი გადარჩა“, – ამბობს ბავშვთა ქირურგი.