ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - სინოპტიკოსების მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1783081258
ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, მიტოვებული ჩვილი იპოვეს. როგორც მეჩეთში გვეუბნებიან, ჩვილი ქუჩაში, მეჩეთის ახლოს კალათში იყო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბათუმელები“ ავრცელებს.
პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი.
ახალშობილი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.