დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტის, საბა ბოლქვაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
საბა იყო გამორჩეული, პასუხისმგებლიანი სტუდენტი და ღირსეული მეგობარი, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს წარუშლელი ხსოვნა დაუტოვა.
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების სახელით, ვუსამძიმრებთ საბას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ უმძიმეს წუთებში,“ - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
ცნობისთვის, საბა ბოლქვაძე ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც მოტოციკლი ამოყირავდა.
ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.