ინფორმაცია დაგროვებითი პენსიის შესახებ - ვის შეუძლია თანხის გატანა
1787688084
პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა. Wanderlust Travel Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ისეთ ცნობილ ევროპულ მიმართულებებთან ერთადაა ნომინირებული, როგორებიცაა ბრიუსელი, პორტო, პრაღა, ბერლინი, მადრიდი, ვალენსია, ბუდაპეშტი, დუბლინი, ათენი, ბოლონია, სტამბოლი და ბორდო. ბათუმთან ერთად 2026 წლის Reader Travel Awards-ზე ქვეყნების კატეგორიაში საქართველოა ნომინირებული. ნომინაციებისთვის ხმის მიცემა მსურველებს 27 ოქტომბრამდე Wanderlust-ის ვებ-გვერდზე https://www.wanderlustmagazine.com/about-us/our-awards/2026-reader-travel-awards-voting-form/ შეუძლიათ.
გამარჯვებული ნოემბერში ლონდონში გამართულ Wanderlust Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.
ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გამოსავლენად კონკურსს ყოველწლიურად მართავს. ხმის მიცემის შედეგად კი სამოგზაურო გამოცემის მკითხველი მისთვის სასურველ ტურისტულ ქალაქებს, რეგიონებს, ქვეყნებსა და მიმართულებებს ასახელებს. Wanderlust-ის გამოკითხვაში მონაწილეებს შანსი აქვთ, 70 ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულების სპეციალური ტურები და პრიზები მოიგონ. Wanderlust პრესტიჟული სამოგზაურო ჟურნალია, რომელშიც მკითხველს სხვადასხვა სამოგზაურო მიმართულებებს აცნობს. ის ცნობილია თავისი გამორჩული ფოტოგრაფიითა და სიღრმისეული სამოგზაურო გაიდებით.