ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის განახლებული კურსი გამოაქვეყნა
1783433865
10 ივლისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლებს კიდევ სამი ვაგონი დაემატება.
აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, ვაგონების დამატების შედეგად თითოეულ რეისზე დამატებით 104 სამგზავრო ადგილი იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო თითოეულ რეისზე სამგზავრო ადგილების რაოდენობა დაახლოებით 60 პროცენტით, 178-დან 282 ადგილამდე გაიზრდება.
დამატებითი ვაგონების ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო.
„შტადლერის“ ტიპის ვაგონებთან შედარებით, მარშრუტზე დამატებული „სტანდარტ+“ ტიპის საძილე ვაგონების უფასო ბარგის დასაშვები ნორმა 36 კგ-ით განისაზღვრა, ამ ვაგონების ტექნიკური მახასიათებლებისა და სტრუქტურული შესაძლებლობების გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე, 25 მაისიდან 6 ივლისის ჩათვლით, დაახლოებით 25 ათასი ბილეთი გაიყიდა. აქედან, მატარებლით 6 356 ადამიანმა იმგზავრა თბილისიდან, 4 343 – ბაქოდან, 1 112 – განჯიდან, 808 – ევლახიდან, 520 – აღსტაფადან და სხვა სადგურებიდან. ეს მიუთითებს, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით მგზავრთა დაახლოებით 40 პროცენტი რეგიონებზე მოდის.