1787754182
ავჭალაში, ტრაგიკულ შემთხვევას გოგო ემსხვერპლა
„ავჭალის ქომაგები“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„ავჭალაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, ახალგაზრდა ანგელოზი გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.
25 აგვისტოს, საღამოს სახლიდან სასეირნოდ გამოსული მარიამ ლომიშვილი ე. წ. შემოვლითი რკინიგზის ხიდიდან გადმოვარდა.
მარიამი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ვიზიარებთ მარიამ ლომიშვილის ოჯახის, ნათესავების, მეგობრებისა და ყველა ახლობლის უდიდეს მწუხარებას.
უფალმა ნათელში დაამკვიდროს მისი სული, ოჯახს კი ამ უმძიმეს წუთებში გამძლეობა და ძალა მისცეს“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.











