აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: ფედერალური კანონები ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, როდესაც ისინი აშშ-ში მოქმედებენ უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებით და კონტროლით

მისურის და ტეხასის შტატებმა სასამართლოებში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს

იუსტიციის დეპარტამენტს სურს, საზოგადოებას შეახსენოს ფედერალური კანონების შესახებ, რომლებიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, როდესაც ისინი შეერთებულ შტატებში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებით ან კონტროლით მოქმედებენ, – ამის შესახებ განცხადებას შეერთებულ შტატებში იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ასეთი რეგისტრაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„კანონიერი პროტესტი და დამოუკიდებელი ინტერესების დაცვა დაცული უფლებებია. თუმცა, თუ უცხო ქვეყნის მთავრობა ან უცხოელი სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას შეერთებულ შტატებში, შესაძლოა, ამოქმედდეს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების ფედერალური კანონები. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. გაეცანით თქვენს ვალდებულებებს FARA-სა და აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 951-ე მუხლის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.