„ასე დგას იმიტომ, რომ გია დაკარგა და სულერთი იყო მისთვის ვარსკვლავის გახსნა“ - თორნიკე ფურცელაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ჩივაძე

თორნიკე ფურცელაძე სოციალურ ქსელში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ალექსანდრე ჩივაძის ემოციური ჟესტის შესახებ წერს და მომხდარის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

„ასე დგას იმიტომ, რომ გია დაკარგა - ნემსაძე და სულერთი იყო მისთვის ვარსკვლავის გახსნა. კაცს, რომელსაც შვილი და შვილიშვილები გვერდით ჰყავდა, ვაჟიკოს, გია ნემსაძის შვილს გაახსნევინა თავისი ვარსკვლავი! გაუმარჯოს კაცობას, გაუმარჯოს ალექსანდრე ჩივაძეს და გაუმარჯოს გია ნემსაძეს!,"- წერს თორნიკე ფურცელაძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს

✕