მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის ვინც ChatGPT-ის იყენებს
1788542426
რა უნდა მივიღოთ ყოველდღიურად, რომ გულზე ვიზრუნოთ? - ამის შესახებ ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, არსებობს ერთი მარტივი ჩვევა, რომელიც შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს.
არუნ ხათრი აღნიშნავს, რომ საუბარია კონკრეტულ საკვებზე, რომლის მომზადებაც ერთხელ არის შესაძლებელი და შემდეგ მისი მცირე რაოდენობით ყოველდღიურად მიღება.
„ერთხელ გააკეთეთ და ყოველდღე 100 გრამი მიიღეთ, თქვენი გული მადლობას გეტყვით“, – ამბობს არუნ ხათრი.
„არცერთი კარდიოლოგი იმ ნივთიერებაზე არ გეუბნებათ, რომელიც ჩვენი გულისთვის ყველაზე საუკეთესოა. ჩვენი სისხლძარღვები უნდა იყოს რბილი, რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს და დარეგულირდეს წნევა. ამაში დაგეხმარებათ გლიცინი. ამისთვის, ყველაზე საუკეთესო საჭმელია ბულიონი, რომელშიც შედის გლიცინი“, - ამბობს არუნ ხათრი.
მისივე თქმით, ადამიანები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას იმ ნივთიერებებსა და საკვებს, რომლებიც ყოველდღიურ რაციონში მარტივად შეიძლება დაემატოს.