აქციის პერიოდში მორიგეობდა გადაუდებელი დახმარების ცენტრის 12 ბრიგადა, მათ მიმართა ათეულობით ადამიანმა, დახმარება ძირითადად სჭირდებოდათ წნევის მომატების, თავის ტკივილის, ემოციური ფონის გამო - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

გუშინ, აქციის დროს მორიგეობდა გადაუდებელი დახმარების ცენტრის 12 ბრიგადა. დახმარება ძირითადად სჭირდებოდათ წნევის მომატების, თავის ტკივილის, ემოციური ფონის გამო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაშავებულებს შესაბამისი დახმარება გაეწიათ.

“სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ადგილზე არ იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილ მოქალაქეებს არ ჰქონდათ პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის ექიმთან მიმართვის შესაძლებლობა. აქციის პერიოდში მორიგეობდა გადაუდებელი დახმარების ცენტრის 12 ბრიგადა, მათ მიმართა ათეულობით ადამიანმა, დახმარება ძირითადად სჭირდებოდათ წნევის მომატების, თავის ტკივილის, ემოციური ფონის გამო. თითოეულ მათგანს შესაბამისი დახმარება ჩაუტარდათ“, - აღნიშნა გაბუნიამ.