ნახეთ ცვლილებები, რომელიც დღეიდან საქართველოში ამოქმედდა
1756710528
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება დღეიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 ათასამდე კონკურსზე შეუძლიათ.
პროგრამა სამთვიანია. სტაჟირების გავლას მოქმედი სტუდენტები და ის ადამიანები შეძლებენ, რომლებმაც 2024-25 სასწავლო წელს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური დაასრულეს. სტაჟირებაზე აპლიკანტების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი მათი აკადემიური მოსწრება იქნება. აუცილებელია ქულათა საშუალო მაჩვენებელი მინიმუმ 71 იყოს, GPA კი - 2.7 . კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება - განაცხადების გადარჩევის შემდეგ სტაჟირების მსურველებს გასაუბრების გავლა მოუწევთ. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.