ანაზღაურება 2 240-დან 3 200 ლარამდეა - თბილისის მერიაში ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

ფული

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიებს აცხადებს.

ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი და პირობები საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე (hr.gov.ge) უკვე გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტო კადრებს შემდეგ პოზიციებზე ეძებს: 

საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ანაზღაურება 3 200 ლარი;

მონიტორინგის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ანაზღაურება 3 200 ლარი;

მონიტორინგის სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ანაზღაურება 2 240 ლარი;

მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ანაზღაურება 3 200 ლარი;

მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლის სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ანაზღაურება 2 240 ლარი.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, ყველა ვაკანსიაზე მოქმედებს სრული სამუშაო განაკვეთი და დადგენილია 6-თვიანი გამოსაცდელი ვადა.

რაც შეეხება ვადებს, დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა hr.gov.ge-ზე 2026 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

✕