ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1795427076
კეტოგენური დიეტა, რომელიც ნახშირწყლების მკვეთრ შეზღუდვასა და ცხიმების მაღალი რაოდენობით მიღებას გულისხმობს, შესაძლოა ორგანიზმზე ყოველთვის დადებითად არ მოქმედებდეს.
კვლევის მიხედვით, ცხიმების გარკვეულმა ტიპებმა შესაძლოა იმუნური სისტემის გააქტიურება და ორგანიზმში ანთებითი პროცესების გაძლიერება გამოიწვიოს.
ცინცინატის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ გრძელჯაჭვიანი ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი კვება თაგვებში ანთებითი იმუნური უჯრედების გააქტიურებას იწვევდა. განსხვავებული შედეგები გამოვლინდა უჯერი და საშუალოჯაჭვიანი ცხიმების შემთხვევაში.
მეცნიერების განმარტებით, ეს მიუთითებს, რომ კეტოგენური დიეტის გავლენა ორგანიზმზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ცხიმების ტიპსა და მათ წყაროზე.
მიუხედავად საინტერესო შედეგებისა, კვლევა ძირითადად ცხოველურ მოდელებზე ჩატარდა და ადამიანებში მსგავსი ეფექტის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.