1772916489
ახალშობილის ტვინის დაზიანება გამოიწვია იმ ადამიანის კოცნამ, რომელსაც მარტივი ჰერპესი ჰქონდა - ექიმის გაფრთხილება
ექიმი გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია, რომელიც სოციალურ ქსელში გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს და რჩევებს უზიარებს, ამჯერად ჩვილის ისტორიაზე წერს, რომელსაც მოზრდილი ადამიანის კოცნის შედეგად მძიმე დაავადება განუვითარდა.
„პატარა ახალშობილი გოგონა, სახელად ბრილინი, რომელსაც ლოყაზე აკოცა ადამიანმა, მარტივი ჰერპესით! იმიტომ რომ მისი იმუნური სისტემა ჯერ არ განვითარებული - ჰერპეს ვირუსი მის ტვინში გავრცელდა - გამოიწვია ჰერპესული ენცეფალიტი! კრუნჩხვები! და ბავშვის ტვინის სამუდამო დაზიანება! ნუ კოცნით ბავშვებს!“ - წერს ექიმი.











