1772918011
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ მიმართვას ავრცელებს
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ცნობით, ირანმა ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, – ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანმა ბაჰრეინში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზა „მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემებით“ დაბომბა.
ამასთან, როგორც „ბიბისი” წერს, ბაჰრეინში განგაშის სიგნალი ამოქმედდა. ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებსა და მცხოვრებლებს უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდა.











