მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1768919631
ახალი სამგორის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებული გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.
შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი.
გაზის მილის დაზიანების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება თავდაპირველად სოფლის მოსახლეობის 70%-ს შეუწყდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ სპეციალისტებმა და შესაბამისმა სამსახურებმა აქტიურ რეჟიმში იმუშავეს პრობლემის ოპერატიულად აღმოსაფხვრელად.
ამ დროისთვის გაზმომარაგების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია. მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ეტაპობრივად ხორციელდება.
ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.