სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
1768926084
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვაშინგტონი „ევროპის დასუსტების მცდელობაში“ დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი დაიმუქრა ახალი საბაჟო ტარიფების დაწესებით ნებისმიერი იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც მხარს არ უჭერს გრენლანდიასთან დაკავშირებით მის გეგმას. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ „ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებასა და დაქვემდებარებას“, რის დასტურადაც მან „მიუღებელი საბაჟო ტარიფების დაგროვება“ და სახელმწიფოების „სუვერენიტეტზე“ განხორციელებული ზეწოლა დაასახელა.
ევროპა ფლობს „ძალიან მძლავრ“ ინსტრუმენტებს სავაჭრო სფეროში და უნდა „გამოიყენოს“ ისინი, როდესაც მას „პატივს არ სცემენ“, - განაცხადა მან დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნიდან.
„საფრანგეთი და ევროპა ერთგულნი არიან ეროვნული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი წესდების“, - ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.