მსოფლიოში, მსგავსი მხოლოდ 5 ოპერაციაა გაკეთებული - ქართველი ქირურგების დიდი წარმატება
1768929729
სატარიფო და სავაჭრო ომები გლობალურ ეკონომიკას ზიანს აყენებს, – ამის შესახებ ჩინეთის ვიცე-პრემიერმა, ჰე ლიფნგიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჰე ლიფნგის განცხადებით, სატარიფო ან სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ. მისივე თქმით, ჩინეთმა მხარი თავისუფალ ვაჭრობას უნდა დაუჭიროს.
„ჩვენ მტკიცედ უნდა დავუჭიროთ მხარი თავისუფალ ვაჭრობას და ერთობლივად შევუწყოთ ხელი უნივერსალურად სასარგებლო და ინკლუზიურ ეკონომიკურ გლობალიზაციას. ეკონომიკური გლობალიზაცია, რომელსაც საერთაშორისო სპეციალიზაცია, თანამშრომლობა, ურთიერთშემავსებელი ძლიერი მხარეები და ორმხრივად მომგებიანი შედეგებისკენ სწრაფვა განაპირობებს, ისტორიის გაბატონებული ტენდენციაა. მან სარგებელი მოუტანა მრავალ ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს და საშუალება მისცა მათ სწრაფი განვითარებისთვის. სატარიფო და სავაჭრო ომებს კი გამარჯვებულები არ ჰყავს,“ – განაცხადა შესახებ ჩინეთის ვიცე-პრემიერმა.