მოერიდეთ სამკაულებს, აუცილებლად შეჭამეთ გარეთ გასვლამდე - როგორ მოვიქცეთ ძლიერი ყინვის დროს
1768932972
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გეგმების გამო, ევროპელმა ლიდერებმა საპასუხო ზომები არ უნდა მიიღონ.
ბესენტმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებს „გახსნილი გონება უნდა ჰქონდეთ“.
„ყველას ვეუბნები, ღრმად ჩაისუნთქეთ. ნუ მიიღებთ საპასუხო ზომებს. პრეზიდენტი ხვალ აქ იქნება და თავის გზავნილს გაავრცელებს. ვფიქრობ, პრეზიდენტს ძალიან მტკიცე შეხედულება აქვს დასავლეთ ნახევარსფეროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ აშშ-მა არ უნდა გადასცეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება სხვას“, – განაცხადა ბესენტმა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ყველაზე ცუდი“, რაც ქვეყნებს შეუძლიათ, გააკეთონ, ვითარების ესკალაციაა.
ამასთან, ბესენტის თქმით, ნატო არასდროს ყოფილა ისეთი უსაფრთხო, როგორიც ახლაა.
„პრეზიდენტ ტრამპის წყალობით, ნატო ძალიან უსაფრთხოა. ის არასდროს ყოფილა ასეთი უსაფრთხო“, – აღნიშნა ბესენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა თუ ვერ მოხერხდება, ის ევროპის ქვეყნებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს.