როგორი ზამთარია მოსალოდნელი საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
1794254992
სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით გამართული პროექტის „გაეროს მოდელირების“ ფინალურ ღონისძიებაში რეგიონული ეტაპის შედეგად შერჩეულმა 88 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
ფინალური ეტაპი გაეროს სამუშაო შეხვედრების სიმულაციის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნის დელეგატების როლი მოირგეს, საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები განიხილეს და რეზოლუციის პროექტებზე იმუშავეს.
ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე შუბითიძე და სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ანა ბუხრაშვილი ესწრებოდნენ.
ფინალური მოდელირების შედეგად გამოვლინდა 8 გამარჯვებული, რომლებიც ახალგაზრდობის სააგენტოს სრული დაფინანსებით საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტი საქართველოს 11 რეგიონულ ცენტრს მოიცავდა და 14-18 წლის ახალგაზრდებისთვის იყო განკუთვნილი. მისი მიზანია საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, ასევე მათი სამოქალაქო, ანალიტიკური, საკომუნიკაციო და ლიდერული უნარების განვითარება.