20 და 21 მარტს დედამიწას ძლიერი მაგნიტური შტორმი დაატყდება თავს
1773949407
ახალგაზრდა კაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს, კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი" ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალგაზრდა კაცი ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მას ჭრილობები ცივი იარაღით მუცლისა და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა კაცი რუსთავში რამდენიმე დღის წინ დაჭრეს.
სამართალდამცველებს უკვე დაკავებული ჰყავთ ბრალდებული.