ახალგაზრდა ბიჭები არიან გარდაცვლილი... - ტრაგედია მარტვილის მუნიციპალიტეტში

policiis lenti

ორი გარდაცვლილი და ერთი მძიმედ დაშავებული, რომლის სიცოცხლისთვის მედიკოსები იბრძვიან. ასეთი ვითარება მარტვილის საავადმყოფოს ეზოში.

„ახლგაზრდა ბიჭები არიან გარდაცვლილი, შემზარავი ტრაგედია ტრიალებს. მესამე დაშავებულის გადასარჩენად ექიმები ამ წუთებში იბრძვიან" ,- ამბობს ადგილობრივი.

შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.