განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
სოფო ყარალაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია.
ამის შესახებ გოგონას მამიდა აცხადებს.
„აღარც სასწაულია და არც არაფერი. დღეს ორივე მიგვყავს თავის სახლში, სოფოც აღარ გვყავს“
და-ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილები, 3 აგვისტოს შოვის სტიქიას ემსხვერპლნენ.
სოფო ყარალაშვილი, წარჩინებული მოსწავლე იყო. მან 2018 წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100 %-იანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა.
მოგვიანებით, მან ასევე წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწავლის გაგრძელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში წელს გეგმავდა.
არსებული ინფორმაციით, და-ძმას მშობლიურ წნორში დაკრძალავენ.