აფხაზეთის მთავრობის წევრები, წყნეთში, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად შეხვდნენ

აფხაზეთის მთავრობის წევრები

აფხაზეთის მთავრობის წევრები, წყნეთში, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად შეხვდნენ. განიხილეს დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხები, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული საჭიროებები და სამომავლო პროექტები.

"ჩვენი დევნილები აქტიურად არიან ჩართულები აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოქმედ პროგრამებში. თუმცა, მათ ამასთან ერთად აქვთ სხვა პრობლემები და საჭიროებები, რომელთა იდენტიფიცირებას ვახორციელებთ, რათა უახლოეს მომავალში აფხაზეთის მთავრობის ჩართულობითა და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, თითოეულ საჭიროებაზე გვქონდეს შესაბამისი რეაგირება," - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბესიკ კუსიდი.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალექსანდრე ასათიანმა.

"ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, იმ საჭიროებებზე, რომელიც მათ აწუხებთ. პრობლემებზე, გამოწვევებზე და დავსახეთ გადაჭრის გზები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს საკითხები ოპერატიულად გადაწყდეს," - აცხადებს ალექსანდრე ასათიანი.