ადვოკატთა ასოციაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვის ლენტი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი სოციალურ ქსელში ადვოკატ დავით ჩიხრაძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ადვოკატის, ჩვენი კოლეგის - დავით ჩიხრაძის გარდაცვალების გამო.დავითი ღირსეულად ემსახურებოდა ადვოკატის პროფესიას და ადამიანის უფლებების დაცვას.ვიზიარებ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას.“ - წერია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

✕