„ადრე ითვლებოდა, რომ ბავშვს უნდა ეჭამა გოგლი-მოგლი... ვცდილობ, მშობლებს ვუთხრა, რომ ვასწავლოთ ჩვენს შვილებს უშაქრო ცხოვრება" - კარდიოლოგი, სოსო სიხარულიძე

სოსო სიხარულიძე

კარდიოლოგი სოსო სიხარულიძე გადაცემაში "დიდი შესვენება" ბავშვების ტკბილთან დამოკიდებულების საკითხს
შეეხო. ექიმის თქმით, მშობლებმა უნდა მოახერხონ და ბავშვები შაქრის მავნებლობისგან დაიცვან.

„ადრე ითვლებოდა, რომ ბავშვს უნდა ეჭამა გოგლი-მოგლი, თაფლი... ახლა, სადაც შემიძლია, ყველა გამოსვლაში,
ვცდილობ, მშობლებს ვუთხრა, რომ ვასწავლოთ ჩვენს შვილებს უშაქრო ცხოვრება. შაქარი ისეთი ნარკოტიკია,
რომელსაც ვერ დაანებებს თავს. თეთრ სიკვდილს ეძახიან, მაგრამ თუ ნარკოტიკის თვალსაზრისით შევხედავთ,
საკმაოდ მავნე ნივთიერებაა. უნდა ბავშვს, ტკბილი უნდება... ჭამს, ჭამს იქამდე, სანამ ორგანიზმის
შაქარმარეგულირებელი რესურსი არ განილევა. შემდეგ იწყება შაქრიანი დიაბეტი," - ამბობს ექიმი.