სამეგრელოში, 70 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს

policiis lenti

სამეგრელოში, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. მამაკაცის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა.

"კურიერის" ინფორმაციით მამაკაცს დანაშაულში საკუთარი მეზობელი 15 წლამდე გოგონა ამხელს. გამოძიება სს კოდექსის 141-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.