კენიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა პირი

კატასტროფა კენიაში

კენიაში, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც ევროპელი ტურისტები გადაჰყავდა. 

მედიის ცნობით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა და დაიწვა.

ავიაკომპანია Mombasa Air Safari-ს ინფორმაციით, დაიღუპა ბორტზე მყოფი 11-ვე ადამიანი, მათ შორისაა კენიელი პილოტი, უნგრეთის 8 მოქალაქე და 2 გერმანელი მგზავრი.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი უამინდობაა