პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას 5ფ-მდმბ-პინაკა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება რეალიზაციის მიზნით საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ფარულად განთავსება და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სამართალდამცველებმა ამოიღეს უკანონო რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული, ასევე პირადად შენახული ნარკოტიკული საშუალება.

სამართალდამცავებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.